დავით ასათიანი ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას სთავაზობს

“ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ასათიანი არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს, ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება მან სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
”დაე, ადვოკატთა კორპუსმა ერთად გადაწყვიტოს, ვინ იქნება ასოციაციის თავმჯდომარე. თუ ბატონი ჯანაშია მართლაც არის დამოუკიდებელი კანდიდატი და დამოუკიდებელი ფიგურა ამ არჩევნებში და არ გააჩნია გარკვეული გავლენები სხვა პირთა მხრიდან, თუკი მას ამოძრავებს ადვოკატთა ასოციაციის ინტერესები, დაუბრუნდეს ლეგიტიმურ პროცესს, დააბრუნონ მათი კანდიდატები საარჩევნო კომისიაში, ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა და გამოვაცხადოთ მეორე ტური. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ქმედება ასოციაციის დისკრედიტაციის, ერთიანობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად ჩაითვლება, რაც ასოციაციის გახლეჩას გამოიწვევს”, – განაცხადა დავით ასათიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები