სოფო კილაძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების თაობაზე შეხვედრა გამართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, დღეს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, შეხვედრაზე უფლებების დაცვის მიმართულებით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინაციის გაძლიერებაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, იმსჯელეს, სად შეიძლება ჩაერთოს პარლამენტი საკანონმდებლო კუთხით, რათა უფრო მეტად იყოს დაცული როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა, ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები