დაპირისპირება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მიმდინარეობისას – ზაზა ხატიაშვილმა დაცვა გამოიძახა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა დაცვა გამოიძახა.
ინციდენტამდე, ერთ-ერთმა კანდიდატმა, ვასილ ოსეფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, რეგლამენტით განსაზღვრულ 10 წუთს გადააჭარბა და მიკროფონის გათიშვის მიუხედავად, საუბარს არ წყვეტდა.
ოსეფაშვილი ერთ-ერთ კანდიდატს, დავით ასათიანს აკრიტიკებდა, რომელსაც ზაზა ხატიაშვილის კლანის წევრად მიიჩნევს და ერთპიროვნულ მმართველობასა და კორუფციაში ადანაშაულებს.
ზაზა ხატიაშვილმა ოსეფაშვილის გასაყვანად დაცვას გამოიძახა. ოსეფაშვილმა დარბაზი შეძახილების ფონზე დატოვა.
თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები