იური ლუცენკო: სააკაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული

უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ეხმაურება.

როგორც სოციალურ ქსელში ლუცენკო წერს, უკრაინელმა სამართალდამცავებმა სააკაშვილის ადგილმდებარეობა კიევში დაადგინეს.

„ძებნის დადგენილების თანახმად ნაციონალური პოლიციის თანამშომლებმა სააკაშვილის ადგილმდებარეობა აღმოაჩინეს ქალაქ კიევის ოტრადნაიას ქუჩაზე და დააკავეს იგი. დაკავებული დროებით თავისუფლების აღკვეთის იზოლატორშია მოთავსებული“,- წერს ლუცენკო სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები