საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, -ამის შესახებ  ინფორმაციას  სააკაშვილის თანაგუნდელ დავით საყვარელიძეზე დაყრდნობით  “რუსთავი 2” ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ წუთებში კიევში, უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ.

მიხეილი დააკავეს, მიჰყავთ უსაფრთხოების სამსახურში, – ამის შესახებ Facebook-ზე სააკაშვილის თანამებრძოლი, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე წერს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიევში ასკოლდოვის შესახვევში მდებარეობს.

არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობასი, დროებითი მოთავსების იზოლატორშია, რის შემდეგაც სასამართლოს მისი დაპატიმრების მოთხოვნით მიმართავენ.

მიხეილ სააკაშვილი კიევში პირველად 5 დეკემბერს დააკავეს, თუმცა, მხარდამჭერებმა ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიკროავტობუსიდან დაიხსნეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. უკრაინის პროკურატურა მას ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს. სააკაშვილისთვის წარდგენილი მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები