საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 პოლიციელი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ქვეყნის პირველმა პირმა ღირსების ორდენი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორს, მაია ფელიშვილს, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს: ვლადიმერ ადამიას, ნინო დუმბაძეს, კახა ტაბატაძეს და პაატა მოსულიშვილს გადასცა.

ოფიციალური ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები