რიკოთის საავტომობილო გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე დღით იკრძალება

11დეკემბრიდან 15 დეკემბერის ჩათვლით რიკოთის საავტომობილო გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება-ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან  აცნობეს, აღნიშნული ცვლილება ღამის  00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე იმოქმედებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამის მიზეზი  საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SKADA) განახლებისთვის მიმდინარე სამუშაოებია.

ამავე ინფორმაციის თანახმად, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები