გმირთა მოედანზე ესტაკადაზე გაჭედილი სატვირთოს გამო, მოძრაობა შეზღუდულია

თბილისში, გმირთა მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია. ამის მიზეზი სატვირთო ავტომობილია, რომელიც ესტაკადაში გაიჭედა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა ესტაკადის სიმაღლე ვერ გათვალა.

შემთხვევის გამო გმირთა მოედანზე, ლაგუნა ვერეს მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. მოძრაობის მოწესრიგებას საპატრულო პოლიცია ცდილობს.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგების შემდეგ, საპატრულო პოლიცია სატვირთო ავტომობილს გმირთა მოედნის ტერიტორიიდან გაიყვანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები