“არასრულწლოვანთა მკვლელობაში ბრალდებულების მდგომარეობა და პირობები დამაკმაყოფილებელია”

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობაში ბრალდებულების მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, რომ მათთან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები იმყოფებოდნენ და ბრალდებულების მდგომარეობა და პირობები დამაკმაყოფილებელია.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, დაკავებულებს განსაკუთრებული საჩივრები ან პრეტენზიები მოპყრობასთან დაკავშირებით არ აქვთ.

“ვიცით, რომ მათთან მუშაობენ ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჩვენ გვაქვს კონტაქტი და კომუნიკაცია დაკავებულების ადვოკატებთან, შესაბამისად მათთან კომუნიკაციის შემდგომ გვექნება სრული წარმოდგენა საპროცესო უფლებებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ჩვენი წარმომადგენლების შეფასებით, მდგომარეობა ნამდვილად დამაკმაყოფილებელია. რა თქმა უნდა, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, გარდა ამისა, საქმე გვაქვს ბავშვებთან, არასრულწლოვნებთან და ბუნებრივია, ბავშვთა უფლებების დაცვა, მათ შორის ასეთი მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები