მარიამ ჯაში ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის კომისიის (CAHME) წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის კომისიის (CAHME) ხელმძღვანელსა და ექსპერტებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ანტონი სტანოვსკი, სკრანტონის უნივერსიტეტის პროფესორი დანიელ უესტი, სკრანტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ადმინისტრაციის პროგრამის დირექტორი სტივენ სზიდლოვსკი და ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბერნარდო რამირეზი.

დელეგაცია საქართველოს უნივერსიტეტის მოწვევით იმყოფება თბილისში. თანამშრომლობის სამომავლო გეგმები საქართველოში საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლობის დაფუძნებას ეხება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც საქართველოში, ასევე მეზობელ ქვეყნებში ჯანდაცვის ადმინისტრაციის მიმართულებით მოქმედი განათლების პროგრამების აკრედიტაციას. აღნიშნული აკრედიტაცია უნივერსიტეტების ნებაყოფლობითი შეფასებისა და სტანდარტის აღიარების დამატებითი მექანიზმი იქნება, რომელსაც სახელმწიფო სავალდებულო ავტორიზაციისა და აკრედიტაციების მოთხოვნების გარდა, დაინტერესების შემთხვევაში, შეიძლება მიმართონ შესაბამისმა უნივერსიტეტებმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში მიღწეულ წარმატებებსა და სამედიცინო განათლების სისტემის გაუმჯობესების კუთხით მიმდინარე მუშაობაზე ისაუბრა. სტუმრებს მარიამ ჯაშმა გაუზიარა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული განათლების რეფორმის პრიორიტეტები, მათ შორის, მისი მიზანი – საქართველო გახდეს განათლებისა და მეცნიერების კუთხით ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ცენტრი რეგიონში. სწორედ, ამ კუთხით მარიამ ჯაში მიესალმა კომისიის ვიზიტს და მოსაზრებას საქართველოში ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საერთაშორისო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები