სემეკმა მოქალაქეებს მიმდინარე კვირაში 140 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ, უსაფუძვლოდ დარიცხული 148 662 ლარი ჩამოაწერა.

საჯარო სხდომებზე განხილული მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა კომპანიების მხრიდან ზედმეტობით დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, მრიცხველის საფასურსა და კომპანიების დადგენილებებს მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნობის თაობაზე.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან, ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ კომისიას ან კომისიასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები