თამარ ტალიაშვილმა და სოფო კილაძემ 46-ე ბაგა-ბაღში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  მიერ ორგანიზებული ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, 46-ე ბაგა-ბაღში შეხვედრა გაიმართა. საჯარო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ,   სოფო კილაძემ  და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა  ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.  დეპუტატებმა ამ მიმართულებით  დაგეგმილი რეფორმების შესახებაც ისაუბრეს.

თამარ ტალიაშვილის თქმით, მსგავსი შეხვედრები,  ბავშვთა უფლებების გაძლიერების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია.  მისივე განმარტებით, აუცილებელია, მოხდეს ადამიანის უფლებების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პარალელურად, ადამიანის უფლებათა  დაცვის თემაზე,  ბაგა-ბაღში აღსაზრდელებისა და მათი მშობლების მიერ შესრულებული ნამუშევრები  იყო გამოფენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები