რუსთავში, თანაკლასელებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო, მასწავლებელი დაკითხვაზე დაიბარეს

რუსთავის N 22 საჯარო სკოლაში, თანაკლასელებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო, რუსთავის შს სამმართველოში კლასის დამრიგებელსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დაკითხვაზე იბარებენ. ამის შესახებ “კვირას” კლასის დამრიგებელმა ნაირა ბუტაშვილმა განუცხადა.

სკოლაში ინციდენტი დღეს, დაახლოებით 11 საათისთვის მოხდა, რის შედეგადაც, ერთ-ერთ მოსწავლეს სუნთქვა შეუჩერდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

სასწრაფომ ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ამ დროისთვის მან კლინიკა უკვე დატოვა და სახლში იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე 126 მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები