სოფო კილაძე ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში პოლიციელებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში,  დღეს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პოლიციელებს შეხვდა და საჯარო ლექცია გამართა. საჯარო ლექციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე  და შსს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე ესწრებოდნენ.

სოფო კილაძის განცხადებით, პოლიცია უმნიშვნელოვანესი სეგმენტია, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვისა  და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიციელებმა მოახერხონ ბალანსის დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად.  თუმცა იმავდროულად,  თუ ჩვენ პოლიციელებს ვთხოვთ, დაიცვან ადამიანების უფლებები და იზრუნონ  საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დამყარებაზე, ასევე, ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ პოლიციელები მათი უფლებების შელახვისაგან”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სოფო კილაძემ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე – ტერორისტების აღმკვეთ ღონისძიებასა და სკოლის მოსწავლეებს შორის დატრიალებულ ტრაგედიაზე.

„საზოგადოებამ ძალიან ადეკვატურად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის,  თითოეული პოლიციელის, ასევე, უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება ბოლო დღეებში განვითარებულ  მოვლენებზე. ვადასტურებ დიდ პატივისცემას თითოეული პოლიციელისადმი, თითოეული თანამშრომლისადმი, რომელიც ყოველდღიურად ემსახურება საკუთარ სამშობლოს თავისი საქმიანობით”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები