მიხეილ ჯანელიძე ლამბერტო ზანიერს შეხვდა

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ლამბერტო ზანიერს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მდგომარეობასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მძიმე ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა ეთნიკური წმენდისა და დისკრიმინაციის ფაქტებზე, რასაც ადგილი აქვს საოკუპაციო ძალის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეუთო-ს უმაღლეს კომისარსა და მის ოფისს მნიშვნელოვანი რეკომენდაციებისა და საქართველოში განხორციელებული თემატური პროექტებისთვის. მიხეილ ჯანელიძემ  ქართული მხრიდან გამოთქვა მზადყოფნა კომისრის ოფისთან უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები