სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული 51-ე სკოლის მოსწავლე დავით სარალიძე დაკრძალეს

დღეს დაკრძალეს ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძე. ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს მთავრობის წარმომადგენლებმა. “უნდა დასრულდეს გამოძიება, ჩვენ უნდა გვქონდეს სრული სურათი. შეიძლება ძალიან ბევრი რამ, წინასწარ რაც გაჟღერდა, სრულად არ შეეფერებოდეს სიმართლეს, ამიტომ გამოძიების დასრულების შემდეგ, დავიწყებთ მსჯელობას, უკვე ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს და ვისი არა,“ – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
სამოქალაქო პანაშვიდს ესწრებოდა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.
„შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ რეკომენდაციებს განიხილავს, როგორ შეიძლება უსაფრთხოება გაძლიერდეს სკოლებში. ჩვენ ველოდებით ამ რეკომენდაციებს. ვიქნებით აქტიურად ჩართული და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს დავუჭერთ მხარს,“ – აცხადებს მარიამ ჯაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები