ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე თვლის, რომ კალაძე საზოგადოების ნდობას გაამართლებს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თვლის, რომ კახი კალაძემ დასაწყისშივე აჩვენა დედაქალაქს, რომ ის ნამდვილად გაამართლებს საზოგადოების ნდობას.

“ვფიქრობ, კახიმ დასაწყისშივე აჩვენა დედაქალაქს, რომ ის ნამდვილად გაამართლებს საზოგადოების ნდობას. ქალაქს უკვე შეეტყო და დაეტყო ახალი ხელი და სიცოცხლე. უკვე დაანონსდა ქალაქის ბიუჯეტის 60 მილიონით ზრდა, რომელიც მეტროს ვაგონების რეკონსტრუქციას, მათი შემადგენლობის რაოდენობის ზრდას, გუდიაშვილის და ორბელიანის მოედნების რეაბილიტაციას მოხმარდება”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

“იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის ე.წ. მწვანე ინფრასტრუქტურის დაფინანსება. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის და ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროექტები ჯანდაცვის და სოციალურ სხვა პროექტებთან ერთად, მხოლოდ და მხოლოდ ამ სფეროს პრიორიტეტულობაზე მიუთითებს. წარმატებას ვუსურვებ თბილისის ახალ მერს, რომელმაც დასაწყისშივე ქალაქის განვითარების და თბილისელების გვერდით დგომის განსაკუთრებული ჟინი აჩვენა თავის ამომრჩეველს”,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები