სამებაში საკვირაო წირვას მიტროპოლიტი შიო ატარებს

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ატარებს. ეს არის მიტროპოლიტ შიოს პირველი წირვა მოსაყდრედ დასახელების შემდეგ. წირვის დასრულების შემდეგ ის მრევლს ქადაგებით მიმართავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა – ილია მეორემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მოსაყდრედ 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები