მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ნოემბერი გლოვის დღედ ცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეოგრანდში” დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს. გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები