ახალციხეში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. დაზარალებულს ჭრილობა ზედა და ქვედა კიდურებზე აღენიშნებოდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან რვა წლამდე.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები