ზვიად კუპრავა და მასთან ერთად ორი პირი დააკავეს

“სამართალდამცველთა რეფორმირების” ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა და მასთან ერთად ორი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იუსტიციის სახლთან ზვიად კუპრავა, რამდენიმე პირთან ერთად, იმ ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის დადგმას ცდილობდა, რომლებიც, მათი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცველების ქმედებებს შეეწირნენ.

როგორც ”კვირას“ შსს-ში განუცხადეს, სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულები საქალაქო სასამართლოში არიან გადაყვანილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები