საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისებისა და მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების  მითვისებისა და მოტყუებით დაუფლების ფაქტზე,  ორი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დროს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესრულებული სამუშაოების მოცულობა ხელოვნურად გაზარდა და 130 785 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში  მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას,  ხარჯთაღრიცხვით  გათვალისწინებული მაღალი ხარისხის მასალის ნაცვლად, დაბალი ხარისხის და ნაკლები მოცულობის მასალა გამოიყენა,  რა გზითაც, 9 257 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე  და 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა – მხილებისა და ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები