საკრებულოში გულიკო ზუმბაძის შემაჯამებელი ანგარიში მოისმინეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.
პრეზენტაციაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ხელმძღვანელობდა, 2014 წლიდან დღემდე კომისიის მიერ  გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში  მოისმინეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მეხუთე მოწვევის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის  80 სხდომა ჩატარდა, სადაც 118 საკითხი განიხილეს.
გულიკო ზუმბაძის განცხადებით, კომისიამ იმსჯელა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოწესრიგების საკითხი, სხვა ალტერნატიული საცხოვრებლის არმქონე ფაქტობრივი მფლობელებისა და მოსარგებლეებისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების დაკანონების საკითხი, თბილისის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის მომსახურეობის ობიექტების ამოქმედების მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების საკითხი და სხვა.
გულიკო ზუმბაძემ კომისიის მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი და მისი კოლეგების შუამდგომლობითა და ძალისხმევით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბილისში, გმირ კურსანტთა ქ.1-ში მდებარე კორპუსში მაცხოვრებელ 1000-მდე ოჯახს ჩამოაწერა ელექტროენერგიის დავალიანება 864,529 ლარის ოდენობით. ორხევის დასახლებაში, ყოფილი ავტობაზის ,,ტურისტი“ ავარიულ  შენობაში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის შეთავაზებული იქნა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები,   კომისიამ ასევე ინიცირება გაუწია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს.
საანგარიშო პერიოდში კომისია აქტიურად თანამშრომლობდა სახელმწიფო და სხვა სტრუქტურებთან, გაფორმდა მემორანდუმები, გაიწერა სამოქმედო გეგმები.
გულიკო ზუმბაძის განცხადებით,  მნიშვნელოვანია ახალი მოწვევის საკრებულოში, კვლავაც გაგრძელდეს აქტიური მუშაობა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა: ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების უზრუნველყოფა  უფლება სათანადო საცხოვრისზე, პირველადი ჯანდაცვის მომსახურეობის ობიექტების ხელმისაწვდომობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, თბილისის გარეუბნების თანაბარი განვითარება, განათლებისა და კულტურული ცხოვრების უფლების რეალიზება, ფეხით მოსიარულეთა უფლებების დაცვა და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები