ირაკლი კობახიძე: სხვაგვარი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ შემდეგ არჩევნებზე

“საქართველოს პრეზიდენტი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ორი განშტოების და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტი ვერ ასრულებს მთავარ ფუნქციას და არ არის ნეიტრალური არბიტრი, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა.
„მოქმედი პრეზიდენტი ამბობს, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნება, თუმცა, რეალურად, ყველანი ვხედავთ, რომ გიორგი მარგველაშვილი არის ოპოზიციონერი პრეზიდენტი. მარგველაშვილი არის ხელისუფლების ოპოზიციაში. სწორედ ამაზე ვსაუბრობ, რომ ის არ უნდა იყოს არც პოზიცია და არც ოპოზიცია. პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, თუმცა დღეს ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტი არ არის ნეიტრალური, ის არის ოპოზიციის მხარეს, თვითონ არის ოპოზიციაში. გიორგი მარგველაშვილი არის სამი ოპოზიციური პარტიის მხარეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი განშტოების და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარეს. ბუნებრივია, სხვაგვარი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ შემდეგ არჩევნებზე. კრიტიკა არის მისაღები, არბიტრიც სწორედ ამას გულისხმობს, მაგრამ ის არ უნდა პოზიციონირებდეს, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები