დეველოპერულ კომპანია „m² უძრავ ქონებასა“ და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

10 ნოემბერiი 2017 წელი – დეველოპერულ კომპანია m² – სა და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (ASB) საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც განსაზღვრავს მხარეებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებს „ჩვენ მზად ვართ! – განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის მიერ.

m² – სა და ASB -ს შორის ურთიერთთანამშრომლობა მიმართული იქნება დეველოპერული კომპანიის კონკრეტულ კომპლექსში საპილოტე პროექტის განხორციელებაზე, რაც მოიცავს კატასტროფის რისკის მართვისთვის პროგრამით განსაზღვრულ აქტივობებს: ტრენინგების ჩატარება, საგანმანათლებლო მასალების გავრცელება მობინადრეებისთვის, კატასტროფის რისკის მართვის პრაქტიკული აქტივობები სიმულაციის სახით, m² – ის თანამშრომელთა გადამზადება და სპეციალური უსაფრთხოების შტაბის ფორმირება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები