გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს დაემშვიდობა

თბილისის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს დაემშვიდობა.  დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ თანამშრომლებს სიტყვით მიმართა.

გიორგი ალიბეგაშვილმა მათ  მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, პატივისცემისთვის, სითბოსა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ალიბეგაშვილმა  საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გიორგი ტყემალაძეს მხარდაჭერისთვის  მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ  მისი სახით მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს გამორჩეული პირველი მოადგილე ჰყავდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ  წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის უფროსის, ელენე დუმბაძის მიერ სამი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის თაობაზეც ისაუბრა და მას დაკისრებული მოვალეობების ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვფიქრობ, თქვენი მომავალი სამუშაო კიდევ უფრო საინტერესო  ფორმატში გაგრძელდება, რისთვისაც   მეხუთე მოწვევის საკრებულომ  კარგი საფუძველი შექმნა. მინდა ყველას წარმატება გისურვოთ“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარის შემდეგ,  სიტყვით თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე გამოვიდა და, პირადად მისი  და აპარატის თანამშრომლების სახელით, გიორგი ალიბეგაშვილს მადლობა გადაუხადა.

„ჩემი და აქ შეკრებილი ადამიანების სახელით მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. წლების განმავლობაში თქვენგან  განსაკუთრებული სითბო მოდიოდა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვგრძნობდით.  გიორგი ალიბეგაშვილი  ყოველთვის იქნება თბილისის  საკრებულოს გამორჩეული თავმჯდომარე “, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები