ირაკლი კობახიძემ გიგი წერეთელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტის დაკავება მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიგი წერეთელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტის დაკავებას ულოცავს.

“ვულოცავ საქართველოს პარლამენტის წევრს – გიგი წერეთელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტის დაკავებას. მსოფლიოში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის უდიდესი რეგიონული ორგანიზაციის – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის დანიშვნა გამორჩეული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობისა, ღრმად მწამს, რომ პოზიციაც და ოპოზიციაც ერთიანი უნდა იყოს ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესების დასაცავად და მისი პოზიციების განსამტკიცებლად, განსაკუთრებით, ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ფორმატებში.

მწამს, რომ გიგი წერეთელი ღირსეულად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ მას და წარმატებებს ვუსურვებ სამომავლო საქმიანობაში”,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები