როდიდან მოიმატებს ტემპერატურა საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

დღეს, 10 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე, ხანმოკლე წვიმა, რაც ხვალ ზოგან კვლავ შენარჩუნდება.

როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, კვირას, 12 ნოემბრიდან 14 ნოემბრამდე უნალექო, თბილი ამინდებია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18-23, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +14-18 გრადუსამდე მოიმატებს.

მისივე თქმით, 13-14 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგ რეგიონში, აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით ქარი გაძლიერდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები