არასრულწლოვანთან გაუკუღმართებული ფორმით სექსი – შემზარავი დანაშაული თბილისში

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, ბრალდებული ზვიად მ. წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან გოგონას სქესობრივ კავშირს გაუკუღმართებული ფორმით სთავაზობდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
სრულწლოვან ბრალდებულ ზვიად მ.-ს, წინასწარი შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირისა და გაუკუღმართებული ფორმით, სხვაგვარი სექსუალური კონტაქტისათვის, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
სასამართლომ, ბრალდებული დამნაშავედ ცნო 13 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირისათვის, მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით, რომელსაც 2017 წლის 25 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.
დახურულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მისთვის დაზარალებულის ასაკი ცნობილი არ იყო. თუმცა, სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმებითა და Facebook მიმოწერის დათვალიერებისას დადასტურდა, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბრალდებული, გრძნობებით მანიპულირებითა და თვითმკვლელობის მუქარით, ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა არასრულწლოვანზე.
დანაშაული მას შემდეგ გაიხსნა, როდესაც გოგონამ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული აბების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთან სექსუალურ ურთიერთობაზე დედას უამბო“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები