ოფიციალური ბაქო ინტერპოლით ხუთ ქართველს ეძებს

ოფიციალური ბაქოს მოთხოვნით, საქართველოს ხუთ მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

ინტერპოლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, წითელი ცირკულარით იძებნება 42 წლის ჰუსეინ ჰამოევი, 43 წლის რამაზ ლეშკაშელი, 45 წლის გიორგი ბულაცაშვილი, 43 წლის ზაურ გივიაშვილი და 53 წლის ემილ გაჯაევი.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყველა მათგანი აზერბაიჯანში 2017 წლის აგვისტოში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის საქმესთანაა დაკავშირებული.
გამოძიების მასალების თანახმად, აღნიშნული ძებნილი პირები ხაზარის რაიონის დასახლებაში მცხოვრები ირადა ალიევას სახლში შეიჭრნენ, გაკოჭეს მოახლე და სეიფიდან 44 ათასი დოლარი და 117 ათასი დოლარის ღირებულების სამკაული წაიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები