ტრანსგენდერის ცემაში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებული პირის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებული ა.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ქ.თბილისში, ბრალდებულმა ა.გ.-მ ხელის მრავალჯერადი დარტყმით დაზიანებები მიაყენა ტრანსგენდერ ს.ო.-ს გენდერული იდენტობის მიმართ გამოვლენილი შეუწყნარებლობის მოტივით, რის შედეგადაც ს.ო.-მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ა.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით“, -აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები