შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ხარაგაულში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ხარაგაულში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, პარალელურად გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილის დის ინფორმაციით, ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, პოლიციის ზეწოლა გამხდარიყო.
მისივე თქმით, მისი ძმები ჯართს აგროვებდნენ და განყოფილებაში რამდენჯერმე სწორედ ამ საკითხზე დაიბარეს.
„ჩემმა ძმამ პირადად მითხრა, ან თავი უნდა მოვიკლა, ან ეგენი უნდა მოვკლაო. ისეთი იყო, რომ მათ ვერაფერს დაუშავებდა ისევ დაუშავა მის თავს. ერთადერთი ჩემი მოთხოვნაა, რომ ჩემს ჭიშკართან არანაირი პოლიცია არ დავინახო. მეორე, ჩემს ძმას, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის აწერინებენ რაღაც საბუთზე ხელს მშობლის გარეშე, ამოიღონ ის საბუთი და მაჩვენონ ხელი რაზე მოაწერინეს. დამთავრდეს ჩემი ძმების შეწუხება, რომლებიც ჯართს აგროვებენ და ისე ჭამენ პურს,“ -აცხადებს გარდაცვლილის და.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები