საბაჟოზე ერთი პირი დააკავეს, რომელსაც 984 ტელეფონი აზერბაიჯანში მალულად გადაჰქონდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე,  ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი   „მტკვარის“ გავლით, მსუბუქ ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებით, ცდილობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში  მალულად 984 ერთეული მობილური ტელეფონი გადაეტანა, რომლის საბაჟო ღირებულება,  ჯამში, 22 240 ლარს შეადგენს.

საქმეზე გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 -ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5 – დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები