7 ნოემბრის მოვლენებიდან 10 წელი გავიდა (ფოტოკოლაჟი)

2007 წლის 7 ნოემბრიდან 10 წელი გავიდა. საქართველოს პოლიტიკური კრიზისი 2007 წლის 3 ნოემბერს დაწყებული სახალხო საპროტესტო აქციით უფრო გამწვავდა.
აქცია პოლიციის მიერ მის მონაწილეთა დაშლით ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებითა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა. დაშავდა ათეულობით ადამიანი, აქციას მოჰყვა მსხვერპლიც. 7 ნოემბერს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 16 ნოემბერს გაუქმდა.
10 წლის წინ ამ დღეს ნიღბიანმა პირებმა ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს, რის გამოც ტელევიზიის მაუწყებლობა შეწყდა.
კრიზისის საპასუხოდ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები