ფინეთის თავდაცვის მინისტრმა JTEC მოინახულა (ფოტო)

ფინეთის თავდაცვის მინისტრი იუსი ნიინისტო კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) იმყოფებოდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იუსი ნიინისტოს მასპინძლობა ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ გაუწია.
ფინეთის თავდაცვის მინისტრმა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ ფინელ სტუმარს ცენტრის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და სამომავლო გეგმები გააცნო.
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში სტუმრობისას ფინეთის თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ფინეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
დღესვე, იუსი ნიინისტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში სამხედროებისთვის ლექციას თემაზე „ტოტალური თავდაცვა და ომის წარმოება“ წაიკითხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები