პანკისის ხეობაში, კლდიდან გადავარდნილ მამაკაცს შსს–ს მაშველები დაეხმარნენ (ფოტო,ვიდეო)
პანკისის ხეობაში, რკინის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი კლდიდან გადავარდა და დაშავდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ და 20-წლამდე მამაკაცი ახმეტის საავადმყოფოში დროულად გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ პანკისის ხეობაში, რკინის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი კლდიდან გადავარდა, დაშავდა და მაშველების დახმარებას საჭიროებდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ და 20-წლამდე მამაკაცი უმოკლეს დროში ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. ახმეტიდან დაშავებული, მკურნალობის გაგრძელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.