ხერთვისის ციხესიმაგრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

ხერთვისის ციხესიმაგრის დამთვალიერებლებს მომავალი წლიდან  კომპლექსის მიმდებარედ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა დახვდებათ. ამის შესახებ “კვირას” ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ უკვე შესრულებული სამუშაოების ხარისხი ადგილზე შეამოწმა. მინისტრი პროექტების მიმდინარეობის პროცესს რეგიონებში სისტემატურად განაგრძობს.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შუასაუკუნეების ციხესიმაგრის ტერიტორიაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მისასვლელ გზაზე იგება ქვაფენილი, ასევე  ხდება ვიზიტორთა ცენტრის შენობის მოპირკეთება და გალავნის რეაბილიტაცია.  ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამუშაოებისთვის 1, 5 მილიონ ლარია გამოყოფილი. პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და  2018 წლის მარტში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები