ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ვაშინგტონში, საზღვაო ქვეითთა მარათონში წარმატებით იასპარეზეს

ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ვაშინგტონში, საზღვაო ქვეითთა მარათონში წარმატებით იასპარეზეს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ 42-კილომეტრიან მარათონში მონაწილეობა მიიღეს, გასულ წელთან შედარებით შედეგი გააუმჯობესეს და აღნიშნული დისტანცია უფრო სწრაფად დაფარეს.
კაპრალმა ალექსი ბერუაშვილმა 42-კილომეტრიანი მანძილი 3 საათსა და 25 წუთში გაიარა, კაპრალ ლევან კვანჭიანს დისტანციის დასაფარად 4 საათი და 5 წუთი დასჭირდა.
სერჟანტ გიორგი ბოჭორიშვილს მანძილის განსაზღვრული დისტანციის დასაფარად მასზე ოდნავ მეტი დრო დასჭირდა.
უფროსმა სერჟანტმა პაატა ჯიბუტმა კი 42-კილომეტრიანი დისტანცია 5 საათზე ნაკლებ დროში დაფარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები