სოფო კილაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დღეს ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოჰანეს დუმას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა საქართველოში ახლად ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები.

„დღეს ვისაუბრეთ იმ მშვიდობიან საარჩევნო გარემოზე, რომლის პირობებშიც არჩევნები ჩატარდა. რა თქმა უნდა, ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევებს, მაგრამ საერთო ჯამში, არჩევნები დემოკრატიის ძირითადი პრინციპების დაცვით წარიმართა”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, ადამიანის უფლებების კუთხით სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, კონსტიტუციის ახალი ვერსიაში ადამიანის უფლებების თავთან მიმართებით არსებულ სიახლეებზე.
სოფო კილაძის განცხადებით, ნიდერლანდების ელჩი ძალიან დაინტერესებულია ადამიანის უფლებების მიმართულებით. „ის მხარს გვიჭერს რეფორმებში და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს კარგი ურთიერთობები არა მარტო შევინარჩუნოთ, არამედ თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ”, -აღნიშნა კომიტეტის თავმდჯომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები