მარნეულის 22-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს

მარნეულის 22-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის დღეს შესული საჩივრების განხილვა უკვე სამი საათია მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე, კომისია 32 საჩივარს განიხილავს.
სხდომის დასაწყისში კომისიის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ლაშა ქველაძემ, სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად, დღის წესრიგში მარნეულის 22-ე ოლქში არჩევნების შედეგების გაუქმების საკითხის შეტანა მოითხოვა, რასაც კომისიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, რის გამოც სხდომაზე ხმაური ატყდა.
ქველაძე აცხადებდა, რომ არჩევნების შედეგების გაუქმებას საოლქო-საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრების საფუძველზე ითხოვს, რასაც მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იაკობ ასანიძის პასუხი მოჰყვა.
ასანიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია ნაცმოძრაობის წარმომადგენლის მოთხოვნა, რადგან 32 საჩივრიდან არც ერთი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვინმემ მარნეულში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვოს.
სხდომა 16:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები