თიბისი რაგბის სერიები 11 და 25 ნოემბერს გაიმართება

თიბისი ბანკის სივრცეში (ატენის ქ.2, მე-5 სართული), 24 ოქტომბერს, 14:00 საათზე,  საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ნოემბრის ტესტები წელს თიბისი ბანკის ეგიდით იმართება და 2017 წლის საერთაშორისო ტესტ-სერიას ‘თიბისი რაგბის სერიები’ ერქმევა, რომლის ფარგლებშიც თბილისში ორი მატჩი გაიმართება.

11 ნოემბერს ბორჯღალოსნები კანადის წინააღმდეგ ‘დინამო არენაზე’ 18:00 საათზე  ითამაშებენ. სეზონის ბოლო მატჩს კი ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე 18:00 საათზე გაიმართება.

ნოემბერში ბორჯღალოსნები კიდევ ერთ გავსლით მატჩს, 18 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გეგმავენ, თუმცა ეს მატჩი ‘თიბისი რაგბის სერიები’-ის ნაწილი არ არის.

პრესკონფერენციის არანაკლებ მნიშნელოვანი თემა ტესტ-სერიის ბილეთების გაყიდვის დაწყებაა, რომელიც 25 ოქტომბერს ონლიან რეჟიმში tkt.ge-ს პლატფორმაზე დაიწყება. სალაროებში კი გულშემატკივარი ბილეთების შეძენას სამატჩო დღეებამდე 1 კვირით ადრე შეძლებენ.

#რაგბიჩვენითამაშია

11.11.2017 – საქართველო – კანადა

25.11.2017 – საქართველო – აშშ

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები