“მკაცრად იყვნენ გაფრთხილებული აქტივისტები, რომ მათ ბოროტად არ უნდა გამოეყენებინათ სადამკვირვებლო უფლებამოსილებები”

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ, ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვების შესახებ TV პირველის ეთერში ისაუბრა.
“მკაცრად იყო გაფრთხილებული თითოეული აქტივისტი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ბოროტად არ უნდა გამოეყენებინათ თავიანთი სადამკვირვებლო უფლებამოსილებები, მათ შორის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეხდინათ ისეთი ინფორმაციის აღრიცხვა, როგორცი არის, მაგალითად, პირადი ნომრები.
იყო თავის დროზე რეგულაცია საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც განისაზღვრა რადიუსი. საარჩევნო უბნის გარშემო განსაზღვრულ რადიუსში არ შეეძლოთ დგომა ადამიანებს. ეს რეგულაცია გაუქმდა, თუ არ ვცდები, 2010 წელს. მას შემდეგ ასეთი ნორმა აღარ მოქმედებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღნიშნულ საკითხს დღეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა. მისი თქმით, სამაგიდო სიებზე ყველა პარტის წარმომადგენელს ჰქონდა წვდომა, რაც როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში უნდა გასწორდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები