საქართველოსა და ქუვეითს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება

ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია “Wataniya Airways“-ი საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.
როგორც „კვირას“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან, რომელიც ოქტომბრის ბოლო კვირას შედის ძალაში, ავიაკომპანია ელ-ქუვეითი – თბილისი – ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.
„Wataniya Airways“-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით სრულდებოდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, რეგულარული რეისების გაზრდილი სიხშირით შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 12 ოქტომბერს მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები