„ვინც როგორი საარჩევნო კამპანია ჩაატარა, ვინც როგორი პროგრამა მიაწოდა და კანდიდატები წარუდგინა ამომრჩეველს, ისეთივე შედეგი მიიღო“

„სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის„ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, რომ არამხოლოდ კენჭისყრის დღემ, არამედ წინასაარჩევნო პერიოდმაც ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა.
როგორც ბოჟაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ყველა კანდიდატს ჰქონდა საშუალება, თავისუფალ გარემოში ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია.
„ვინც როგორი საარჩევნო კამპანია ჩაატარა, ვინც როგორი პროგრამა მიაწოდა და კანდიდატები წარუდგინა ამომრჩეველს ისეთივე შედეგი მიიღო, შეიძლება პოლიტიკური პარტიები საარჩევნო გარემოზე საუბრობენ, ზოგიერთი მათგანი აუგადაც მოიხსენიებს ამომრჩეველს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ: წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზი არიან თავად პოლიტიკური პარტიები, მათი საარჩევნო პროგრამები და კანდიდატები“, -განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
რაც შეეხება საჩივრებს, მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციაში 500-მდე საჩივარია შესული.
ბოჟაძე აცხადებს, რომ საჩივრების მცირე რაოდენობა მეტყველებს იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან პროცესი კარგად იყო ორგანიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები