რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალური მოძრაობის” არცერთ განშტოებას პასუხისმგებლობა არ აუღია იმაზე, რაც წინა წლებში ხდებოდა

„ნაციონალური მოძრაობის“არცერთ განშტოებას პასუხისმგებლობა არ აუღია იმაზე, რაც ხდებოდა წინა წლებში – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებულმა შედეგებმა, პარტიები უნდა დააფიქროს, არის თუ არა მათი სტრატეგია სწორად აგებული.
„ყველა პარტიამ უნდა გადახედოს იმას, თუ რა დამოკიდებულებას ავლენს მათდამი ამომრჩეველი. ყველამ უნდა გადახედოს იმას, არის თუ არა მათი სტრატეგიები სწორედ აგებული. ამდენი წელია „ნაციონალური მოძრაობა“ ამა თუ იმ სახით დარჩა ქართულ პოლიტიკაში, მათ არცერთ განშტოებას , ვინც სახელზეც უარი თქვა პასუხისმგებლობა არ აუღია იმაზე, თუ რა ხდებოდა წინა წლებში, იმას ვერ ხვდებიან, რომ თუ ასეთი მობოდიშება არ გაკეთდა – შენ ამომრჩეველი არ გენდობა და ამომრჩეველი ჩათვლის, რომ შენ ხელისუფლებაში, რომ მოხვალ იმავეს გააკეთებ, რაზეც ახლა ჩუმად ხარ და ხმას არ იღებ“ – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები