რამაზ საყვარელიძე: მისასალმებელია, რომ მერობის კანდიდატების დიდმა ნაწილმა დამარცხება მიიღო

მისასალმებელია, რომ მერობის კანდიდატების დიდმა ნაწილმა მიიღო დამარცხება – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ პორტალ „ კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, დამარცხებული კანდიდატების მხრიდან აპელირება იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, არალოგიკური იქნებოდა.
მისი თქმით, შესაბამისად, დამარცხებულმა კანდიდატებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ სად დაუშვეს შეცდომა.
„მისასალმებელია, რომ მერობის კანდიდატების დიდმა ნაწილმა მიიღო დამარცხება, ელისაშვილის განცხადებიდან ფორმულირება რომ გავიხსენოთ: „დამარცხება უნდა შეგვეძლოსო“, ხოშტარიამაც მიიღო დამარცხება . მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, დამარცხების ახსნა იმით, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, შეუძლებელია, შესაბამისად, დამარცხებული კანდიდატები რაციონალურად მიადგნენ იმ აზრს, რომ მათ მოსდით რაღაცა შეცდომები. სასურველია იგივე კითხვა დააყენოს გამარჯვებულმა პარტიამაც, იმიტომ, რომ გამარჯვებული პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო ის, რომ უპარტიო ალეკო ელისაშვილმა მოაღწია მეორე ადგილამდე. ელისაშვილის ასეთი ნახტომი მიუთითებს, რომ პარტიების მიმართ ძალიან კრიტიკულია საზოგადოების დამოკიდებულება“, -განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები