მიხეილ ჯანელიძე “უორდროპი სტრატეგიული დიალოგი”, სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს, მონაწილეობას მიიღებს საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მორიგ პლენარულ სხდომაში, რომელიც ქ.ლონდონში გაიმართება.
სხდომის დასრულებისას მხარეები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივნთან ბორის ჯონსონთან, ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან სერ ალან დანკანთან,ლორდ-მერთან, ვაჭრობის საკითხებში პრემიერ მინისტრის წარმომადგენელთან მარკ პრიტჩარდთან, საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გრეგ ჰენდსთან, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანოგლისთან და ჯგუფის წევრებთან.
ასევე გაიმართება მრგვალი მაგიდა ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებთან. მინისტრი სიტყვით გამოვა Chatham House-ში. მიხეილ ჯანელიძე ესტუმრება ლონდონის საგარეო და თანამეგობრობის ოფისს, სადაც დიპლომატიური აკადემიის დირექტორი, ჯონ ბენიამინი პრეზენტაციას გამართავს აკადემიის კონცეფციის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ “უორდროპის სტრატეგიული დიალოგი” ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერი და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში
ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში 22-24 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები