აზიური ფაროსანას გამო, ბათუმის საბავშვო ბაღები მუშაობას წყვეტენ

ბათუმის ყველა საბავშვო ბაღი სამუშაო პროცესს წყვეტს. აღნიშნულის მიზეზი აზიური ფაროსანაა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ავრცელებს.

“მშობლების საყურადღებოდ! ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება აზიური ფაროსანას საბავშვო ბაღში აღმოჩენის შემდეგ პრევენციულ ზომებს იღებს და ბათუმის საბავშვო ბაღებში სამი სამუშაო დღით 16, 17, 18 ოქტომბერს სააღმზრდელო პროცესს წყვეტს. მწერის გასანადგურებლად , ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, საბავშვო ბაღების ეზოებს სპეციალური ხსნარებით დაამუშავებს და შეწამლავს. სამი დღით სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა აღსაზრდელების უსაფრთხოების გამო გადაწყდა”, – წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ნატალია ზაქარეიშვილი.

ამავე მიზეზით რამდენიმე დღის წინ სააღმზრდელო პროცესი 23-ე საბავშვო ბაღშიც შეწყდა. ბაღები მუშაობას 19 ოქტომბრიდან გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები