თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგია ვაკის, საბურთალოს, ისნისა და გლდანის რაიონებს შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონში, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და მეფე არჩილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, ღლონტის, შარაშიძის და ჩოხელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში საკაბელო ტრასების გამოკვლევის მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის სამხედრო დასახლების, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, შეშელიძის, ხევძმარის, გობრონიძის, შენგელიას და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები