თბილისის „დინამო“ სუპერთასის მფლობელია

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერ თასის გამარჯვებული „დინამო თბილისი“ გახდა.
ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა სატიტულო მატჩში „ქუთაისი 2010“ 18 ქულის სხვაობით – 88:70 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში უკვე მეორე ტიტული მოიგო.
აღსანიშნავია, რომ დინამოელებმა 6 დღის წინ დუდუ დადიანის თასი მოიგეს და აღნიშნულ ტიტულს დღეს სუპერთასიც მიამატეს. მოქმედ მა ჩემპიონმა შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვებაც დაიმსახურა. მიხეილ ბერიშვილისა და ამერიკელი ლეგიონერების – ლაველბოიდისა და კაილტურპინის ლიდერობით დინამოელებმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს.
გამარჯვებულთაგან 22 ქულით ბომბარდირი ლაველბოიდი გახდა, საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი (34) კიკაელტურპინს ჰქონდა, რომელმაც 20 ქულა, 11 მოხსნადა 3 დაფარება მიითვალა.
შესანიშნავად ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც თავი 20 ქულას, 7 მოხსნას და 3 ჩაჭრას მოუყარა.
ქუთაისში ორმაგი დუბლით გამოირჩა აკაკი დვალიშვილი, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 19 ქულით ბომბარდირი გახდა ბექა ბექაური, ჯონათანლის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა.
მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი.
დინამოელთა კაპიტანი ლია ლონდარიძეს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პერეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და ოთარ ქორქიასშვილმა – ცნობილმა ვეტერანმა კალათბურთელმა – ნოდარ ქორქიამ გადასცეს.
„საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში გვეჭირა, ვიცოდით, რომ შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში „ქუთაისს“ გარდატეხა შეეტანა. რამდენჯერმე გამოასწორეს კიდეც თამაში, მაგრამ ჩვენ კორექტივები შევიტანეთ და მეტოქეს წარმატების შანსი არ მივეცით. სუპერთასი დამსახურებულად მოვიგეთ, რასაც ვულოცავ ჩვენი გუნდის წევრებს“,-აღნიშნა „დინამოს“ მთავარმა მწვრთვნელმა ირაკლი ხოშტარიამ.
„პროგრესს განვიცდით. ქართულ გუნდებთან ჩატარებულ მატჩებში საკმაოდ კარგად გამოვიყურებით და იმედი გვაქვს, ეს იქნება კარგი მოსამზადებელი პერიოდი საიმისოდ, რომ ევროპის თასზე ღირსეულად გამოვიდეთ. ვულოცავ ჩვენს თანაგუნდელებს მორიგი ტიტულის მოგებას“,-განაცხადა „დინამოს“ კალათბურთელმა ლევან ფაცაციამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები